საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული წევრების არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 19 ოქტომბრის #23/16 გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტებიდან სტუდენტთა წარმომადგენლების ვაკანტურ ადგილებზე 2021 წლის 25 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატმა სტუდენტებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 20 ოქტომბერს და დასრულდება 2021 წლის 02 ნოემბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მის. ვაჟა-ფშაველას გამზ.N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208. ტელ. 2 54 24 43