საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებიდან  წარმომადგენლობით საბჭოში გამოკლებული სტუდენტი წევრების არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ

თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2025 წლის 24 ოქტომბრის #23/11 დადგენილებით, თსსუ-ის მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობით საბჭოში გამოკლებული სტუდენტი წევრების უფლებამოსილების დარჩენილი ვადით წევრის ასარჩევად 2025 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტმა კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: 

განცხადება; 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი; 

ცნობა შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.

თსსუ-ის მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებულ სტუდენტ წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 27 ოქტომბერს და დასრულდება 2025 წლის 31 ოქტომბერს. 

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  210.

ტელ. (032) 2 542443.