საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ

თსსუ-ის  მედიცინის და მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების საბჭოს 2025 წლის 11 ნოემბრის (სხდომის ოქმი N 2ა)  გადაწყვეტილების საფუძველზე,  აკადემიურ საბჭოში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით  ერთ  ვაკანტურ ადგილზე წარმომადგელის ასარჩევად,  2025 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტიდან  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: 

- განცხადება; 

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

- ცნობა თსსუ-ის აკადემიური  თანამდებობის შესახებ  (პროფესორი ან  ასოცირებული პროფესორი).  

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 17 ნოემბერს და დასრულდება 2025 წლის 21 ნოემბერს. 

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  210.

ტელ. (032) 2 542443.