საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 12 ნოემბრის (სხდომის ოქმი N 9) გადაწყვეტილების საფუძველზე, აკადემიურ საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ერთ ვაკანტურ ადგილზე წარმომადგელის ასარჩევად, 2025 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.
ფარმაციის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
- ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი).
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 17 ნოემბერს და დასრულდება 2025 წლის 21 ნოემბერს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210.
ტელ. (032) 2 542443.