საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ
საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან გამოკლებული წევრის კანდიდატის რეგისტრაციის დასრულების შესახებ
2025 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე დასრულდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ
საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია.
თსსუ-ის აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატად დარეგისტრირდა:
1. ლაშა
მსხილაძე
2. ნათია კვიჟინაძე
2025 წლის 28 ნოემბერს ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით ვაკანტურ ადგილზე გამოკლებული წევრის არჩევნები. არჩევნები დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.
არჩევნები ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33.