საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2026 წლის 7 აპრილის (სხდომის ოქმი N 10) გადაწყვეტილების საფუძველზე, აკადემიურ საბჭოში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით  ერთ  ვაკანტურ ადგილზე წარმომადგენლის ასარჩევად,  2026 წლის 29 აპრილს დაინიშნა არჩევნები.

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: 

განცხადება; 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

ცნობა თსსუ-ის აკადემიური  თანამდებობის შესახებ  (პროფესორი ან  ასოცირებული პროფესორი).  

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 14  აპრილს და დასრულდება 2026 წლის 20 აპრილს. 

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  210.

ტელ. (032) 2 542443.