საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შესახებ
2026 წლის 16 ივნისს, 16:00 საათზე დასრულდა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია.
თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებისთვის კანდიდატად დარეგისტრირდა ერთი კანდიდატი:
1.ლელა მასხულია
2026 წლის 24 ივნისს ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. არჩევნები დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.
არჩევნები ჩატარდება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მეორე სართულზე, III საკონფერენციო დარბაზში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33.