სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 2 ნოემბრის #2 გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასარჩევად 2022 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
განცხადება,
პირადობის მოწმობა, ან პასპორტი,
აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,
ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი).
სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 3 ნოემბერს და დასრულდება 2022 წლის 8 ნოემბერს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 224.