სალომე ვორონოვის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

სალომე ვორონოვის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 27 ოქტომბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება სალომე ვორონოვის სადისერტაციო ნაშრომის - „სანდო პროფესიული აქტივობის მოდელის დანერგვის ალგორითმი და ეფექტურობა დიპლომამდელი სამედიცინო განათლების კურიკულუმში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

გაიანე სიმონია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნინო ვეფხვაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი; ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 

რიმა ბერიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი; პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.    

სამეცნიერო კონსულტანტი: 

პროფესორი ტრევორ გიბსი - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) ექს-პრეზიდენტი, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი.

ექსპერტები:

ხათუნა თოდაძე - თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნინო კილაძე - თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

მაია ზარნაძე - პეტრე შოთაძის სახელობის თსა-ის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.