„ჯანდაცვის პერსპექტივები XXI საუკუნეში“ - საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2026 წლის 7–8 მაისს უმასპინძლებს.
ღონისძიება ოტავას ქარტიის მე-40 წლისთავს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 95 წლის იუბილეს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც კონფერენცია უმასპინძლებს სტუმრებს კანადის,
გერმანიის, ესპანეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის და სომხეთის წამყვანი
უნივერსიტეტებიდან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
კონფერენცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, ჯანმრთელობის
მეცნიერებებისა და გლობალური გამოწვევების ცენტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის
პროფესიონალების ლექციები, ზეპირი და პოსტერული მოხსენებები, მრგვალი მაგიდის და
პანელური დისკუსიები, პარალელურად კი გაიმართება სტუდენტური სესია (სტუდენტები, რეზიდენტი,
მაგისტრები, დოქტორანტები).
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს - ირინე ზარნაძეს - i.zarnadze@tsmu.edu
ახალგაზრდა მეცნიერების სესიასთან დაკავშირებული კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტს - ივლიანე სურმავას - i.surmava@tsmu.edu
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 მარტი!
სარეგისტრაციო ბმული იხ. აქ
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა აბსტრაქტებისა და სრული ტექსტების ელექტრონული კრებული.
კონფერენციის წინასწარი პროგრამა იხ. აქ