შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის მკვლევარებისთვის. კონკურსის მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა საფრანგეთის კვლევით დაწესებულებაში სტაჟირების გზით.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
რეგისტრაციის გრაფიკი:
ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი - 20 ივნისი 16:00 საათამდე.
რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით):
29 მაისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
13 ივნისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ.