2019 წლის 14-15 მარტს, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაციის ნაციონალური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება რიგით მესამე საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია - ,,მედიკამენტები და ადამიანის ორგანიზმი“. ღონიძიებაზე განიხილება ფარმაკოთერაპიისა და მედიკამენტოზური მკურნალობის თანამედროვე საკითხები.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ღონისძიებაზე წარადგინონ ზეპირი და სტენდური მოხსენებები, ხოლო კონფერენციის მასალათა კრებულში გამოაქვეყნონ პუბლიკაციები.