საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის საჯარო ლექცია თემაზე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის საჯარო ლექცია თემაზე

2017 წლის 11 მაისს 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის გამოწვევები და რეფორმების ხედვა".

ლექციის დასრულების შემდგომ დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრა განაგრძონ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, სხდომათა დარბაზი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 54 24 00 / 577 55 15 05