საქველმოქმედო აქცია  „ გაუწოდე დახმარების ხელი“

საქველმოქმედო აქცია „ გაუწოდე დახმარების ხელი“

2019 წლის 24 დეკემბერს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ორგანიზებით თსსუ-ის ეზოში დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია  „ გაუწოდე დახმარების ხელი“. 

2 წლის გიორგი სოხაძის დასახმარებლად, რომელსაც დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და ოჯახს არ აქვს მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები, 11:00-17:00 საათამდე უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.