სასტიპენდიო კონკურსი - “საზაფხულო ენის კურსი გერმანიაში“

სასტიპენდიო კონკურსი - “საზაფხულო ენის კურსი გერმანიაში“

DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს “საზაფხულო ენის კურსს გერმანიაში“.

მიზნობრივი ჯგუფი:

ბაკალავრიატის სტუდენტები: მე-2 და მე-3 კურსი;

მაგისტრატურის სტუდენტები:  1-ელი კურსი;

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები:  მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კურსი.

ენის ცოდნის დონე: A2 

პორტალზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ელ ფოსტაზე: info.tbilissi@daad.de

საინფორმაციო შეხვედრების თარიღები იხილეთ DAAD Georgia-ს ოფიციალურ facebook გვერდზე.