საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა

საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia) პარტნიორობით, უკვე მესამედ, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ პირველკურსელთათვის.

AmCham-ის წევრი კომპანიები 100%-ით დაფარავენ უნივერსიტეტის სწავლის საფასურს და ნაწილობროვ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას 25-30 სტუდენტისთვის (ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან) ბაკალავრიატის 4 წლის განმავლობაში.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 7 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ