საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) და ორგანიზაცია „მაკ ჯორჯია“ (MAC Georgia) რიგით მეოთხედ აცხადებენ ერთობლივ საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს მათი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

-ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ საქართველოს სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტებში, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში;

-სტუდენტებს, რომელთა ოჯახიც იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000-ს ან ნაკლებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია წლიური 4 000 ლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

სწავლის საფასურის დასაფარად; ან საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად - 10 თვის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით.

ფინანსური მხარდაჭერა გაიცემა 3 ან 4 წლის განმავლობაში, სტუდენტის საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად.

სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს ასევე სთავაზობს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის - ანაზღაურებად სტაჟირებას AmCham-ის წევრ წამყვან კომპანიებში; პროფესიულ ტრენინგებს და პერსონალურ მენტორობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმისა და საჭირო დოკუმენტაციის სანახავად ეწვიეთ აქ