სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამას“, რომლის მიზანია საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.
საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2025 წლის 5 სექტემბრიდან – 3 ოქტომბრის 15:00 საათამდე.
საზღვარგარეთ ვიზიტის პერიოდი: 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით.
კურსის ხანგრძლივობა: 5 დღიდან 3 თვემდე.
პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში 16, 23 და 30 სექტემბერს, 14:00 საათზე.
დისტანციურად დასწრების მსურველებისთვის შეხვედრის ბმული და კონკურსის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: iec.gov.ge