თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII, VIII, IX, X სემესტრის, გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!
2020 წლის 3 მარტს (სამშაბათს) 11:00, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბჭოების სხდომათა დარბაზში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული), გაიმართება ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების მსურველთა გასაუბრება ავსტრიელ პარტნიორებთან, სკაიპის საშუალებით.
გთხოვთ, გასაუბრების დროს წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა და აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მიმდინარე GPA – ის მითითებით.სტუდენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 02.03.2020 ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://sms.tsmu.edu/sms/
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს
(თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი# 418; ტელ.: 032 2 542 450)