სემინარი: მშობელთა საერთაშორისო მიგრაციის ეფექტები მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოში; კვლევის შედეგების პრეზენტაცია

სემინარი: მშობელთა საერთაშორისო მიგრაციის ეფექტები მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოში; კვლევის შედეგების პრეზენტაცია

2019 წლის 14 ნოემბერს 16:30 სთ-ზე, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი: ,,მშობელთა საერთაშორისო მიგრაციის ეფექტები მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოში; კვლევის შედეგების პრეზენტაცია“.

სემინარს ჩაატარებს ხატია ანთია -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტი. 

პროექტის - „მშობელთა საერთაშორისო მიგრაციის ეფექტები მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოში“ მხარდამჭერია ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობა  Eastern Partnership Civil Society Facility (EaP), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი Heidelberg Institute of Global Health (HIGH). 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ,,საბჭოების დარბაზი".