სემინარი  საპროექტო განაცხადების მომზადებაში, ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ში  წარმატებული მონაწილეობისთვის

სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში, ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ში წარმატებული მონაწილეობისთვის

2021 წლის 28, 30 ივნისსა და 2 ივლისს  ჩატარდება სემინარი  საპროექტო განაცხადების მომზადებაში "Proposal Writing Camp for Georgia", რომელიც მიზნად ისახავს  ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ში  წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას.

სემინარი განკუთვნილია მკვლევარებისა და ინოვაციის სფეროში მომუშავე პირებისათვის, რომლებიც „ჰორიზონტი Europe-ის“ კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ. კონსულტაციების მიზანია საპროექტო განაცხადების მომზადების, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პარტნიორების შერჩევის და საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის მიმართულებით სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება მონაწილეთათვის. 

სემინარში მონაწილეობისთვის, მიმდინარე წლის 18 ივნისამდე, ელექტრონული რეგისტრაცია  გაიარეთ აქ

სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

ღონისძიების ორგანიზატორებია: ევროკომისია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.