სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს სხდომის
დღის წესრიგი
09 მარტი 2020 წელი
16:00 საათი
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარეების არჩევნების შედეგების დამტკიცების შესახებ (მომხს. - თსსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნელი ყურაშვილი);
2. პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასების მიზნით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესრულების შესახებ (მომხს. - თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე);
3. „სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების და შეწყვეტის, მობილობის, მიღებული განათლების აღიარებისა და კრედიტების გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - თსსუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი მედეა ჯღარკავა);
4. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი);
5. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური);
6. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე);
7. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “სამედიცინო გაზეთის” დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - თსსუ-ის “სამედიცინო გაზეთის” რედაქტორი, ლელა მუკბანიანი);
8. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დოქტორანტურის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე);
9. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევის პროგრამების დამტკიცება:
ა) „ბარძაყ–მუხლქვეშა სეგმენტის რევასკულარიზაცია წამლით დაფარული ბალონით (DEB DrugEluting Baloon) – ეფექტურობა და უსაფრთხოება“;
ბ)„სეფსისთან ასოცირებული კრიტიკული დაავადებების პოლინეირო–მიოპათიის კლინიკური და ელექტროფიზიოლოგიური პრედიქტორები“;
გ)„ენდომეტრიუმის მიკროგარემოს ჰორმონული, პროლიფერაციულ–აპოპტოზური და ადგილობრივი იმუნური რეაქციების თავისებურებები ენდომეტრიუმის სიმსივნისწინარე და სიმსივნურ პათოლოგიებში“;
დ)„ცერვიკალურ დონეზე ვერტებროსტენოზით განპირობებული მიელოპათიის მქონე პაციენტებში ქირურგიული მკურნალობის ჩვენება დიფუზურ–ტენზორული ტომოგრაფიის (D.T.I.) გამოყენებით, პოსტოპერაციული შედეგები“;
ე)„პროპროტეინ კონვერტაზა სუბტილიზინ კექსინი 9–ს (PCSK9) როლი სისტემური ათეროსკლეროზული დაზიანების პათოგენეზსა და კლინიკური თავისებურებების ასპექტში“;
ვ) „პაროდონტის დაავადებებისა და მდგომარეობების ურთიერთკავშირი ყბა–კბილთა სისტემის ანომალიებთან“;
ზ)„მცენარე თრიმლის ანტიმიკრობული აქტივობის შედარებითი დახასიათება ენდოდონტიური დაავადებების მართვისას“.
(მომხს. თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე);
10. „სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის, შიდა მობილობის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე).
სხვადასხვა: