2024 წლის 2 მაისს ჩატარდება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფარმაციის ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარეთა არჩევნები.
არჩევნები დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე.
არჩევნებში მონაწილე სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოების წევრები ხმის მიცემას შეძლებენ თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.