სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსი

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსი

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე, რომლის მიზანია საჯარო/საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.

საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია წარმოებს 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.  პროგრამის განხორცილების ვადაა 2024 წლის 1 სექტემბრამდე.

 ვიზიტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის პერიოდით.

საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე iec.gov.ge.