ცხადდება კონკურსი სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სასწავლო სტიპენდიების (National Scholarship Program) მოსაპოვებლად 2022/2023 სასწავლო წლისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, დოქტორანტებს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარებს.
განაცხადების მიღება წარმოებს ვებგვერდზე: www.scholarships.sk (აქვე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის თაობაზე).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი, 16:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით).