სოფიკო ჯაშიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

სოფიკო ჯაშიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 26 ივნისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) N1 საკონფერენციო დარბაზში შედგება სოფიკო ჯაშიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „გენეტიკური არასტაბილურობის როლი ბავშვთა ასაკის მწვავე ლეიკემიების მკურნალობის პროცესში ნაადრევი და მოგვიანებითი გართულებების განვითარებაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ასმათ შენგელია - თსსუ-ის ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სამეცნიერო კონსულტანტი: 

ალლა ზედგინიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

ნინო სიგუა - სამედიცინო-კვლევითი ცენტრი „გენეზისი“-ს ხელმძღვანელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ააიპ პერინატოლოგია, კლინიკური გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ნინო გოგოხია - თსსუ-ის ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

დარეჯან ღირდალაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.