2018 წლის 17 დეკემბერს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) სააქტო დარბაზში შედგება სოფიო ტატიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „დეპრესიის სიმპტომების როლი მწვავე კორონარული სინდრომის მიმდინარეობაში“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: 
დავით გორდელაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 
ექსპერტები: 
ზურაბ ფაღავა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 
დავით ზურაბაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 
თამარ სვანიძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ პროფესორი.