სტაჟირება შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია)

სტაჟირება შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია)

17 მაისს 15:00 საათზე თსსუ I სასწავლო კორპუსის მე-2 სართულზე (ოთახი 204)  უცხოური ენების ცენტრში პროფ. ნინო აბრალავა  ჩაატარებს შესარჩევ გასაუბრებას შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში (კოტბუსი, გერმანია) სტაჟირების მსურველთათათვის.

მოთხოვნები:

გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართული საუბარი (B2-C1 დონე).

პირობები:

პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით და კვებით. 

პრაქტიკის პერიოდი:

3 თვიანი პრაქტიკა სტუდენტებისათვის

1 თვიანი პრაქტიკა რეზიდენტებისა და ექიმებისათვის

გთხოვთ, გასაუბრებაზე თან იქონიოთ ფოტოსურათიანი CV და ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი არსებობის შემთხვევაში. 

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 419).