თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII-XI სემესტრის, გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი გერმანიის - ერლანგენის, ბად ოეინჰაუზენისა და ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების გასავლელად.
სტაჟირების პერიოდი: 2023 წლის ზამთრის არდადეგები.
სტაჟირების მსურველმა პირებმა, 2022 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია აქ.
გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 4 დეკემბერს.
გასაუბრების ჩატარების ადგილი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N85, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის სასწავლო აუდიტორია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, V სართული, ოთახი N 507).
ტელეფონი: (032) 254 24 50