სტაჟირება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში  (გერმანია)

სტაჟირება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის, გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისა  და რეზიდენტებისთვის (სპეციალობა – ქირურგია) ცხადდება კონკურსი მიუნხენის (გერმანია) საუნივერსიტეტო  კლინიკაში სტაჟირებისთვის.

სტაჟირების დაწყების დრო - 2022 წლის 1 აგვისტო  (ხანგრძლივობა 3 თვე).

შერჩეული კანდიდატი უზრუნველყოფილი იქნება  საცხოვრებლით, კვებითა და სტიპენდიით (თვეში 1000 ევრო).

სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) - 27 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით.

ონლაინ გასაუბრება გერმანულ ენაში ჩატარდება 7 ივლისს (გასაუბრებას ჩაატარებს  თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი გიორგი გრიგოლია)  

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი #418, ტელ: 2542450