ERASMUS+ კრედიტ - მობილობის პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის ცხადდება კონკურსი 5-თვიანი გრანტის მოსაპოვებლად სასარის (იტალია) უნივერსიტეტში.
მობილობის პერიოდი: 2024 -2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა რეზიდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 23 აპრილს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;