თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX-X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!
ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა აცხადებს რეგისტრაციას სტაჟირების მსურველ სტუდენტთათვის 2021 წლის 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით:
მოთხოვნები: გერმანული ენის ცოდნა - B2 დონე
სტაჟირების პერიოდი - 2022 წლის ზაფხული
გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, თარიღი გეცნობებათ რეგისტრაციის დასრულებისთანავე.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი:
ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N.418.
ტელ.: 254 24 50