საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა
და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 20 მაისის სხდომის # 10 საოქმო გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 ივლისს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი); კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 22 ივნისს და დასრულდება 2020 წლის 30 ივნისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ. 2 54 24 43.