2019 წლის 26 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე ჩატარდება სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭო.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, 1 სართული, ოთახი 122
დღის წესრიგი:
1.თსსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრებად დამტკიცების შესახებ (მომხს. სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ა. კაკაბაძე);
2. 2019-2020 სასწავლო წელს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტების I სემესტრში ჩარიცხვის შედეგები და მათი რაოდენობა ფაკულტეტზე (მომხს. სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოც. პროფესორი ნ. ყიფიანი);
3. დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) დამტკიცება (მომხს. პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი დეა ვადაჭკორია);
4. სტომატოლოგიის ფაკულტეტის ლოგოს წარდგენა და დამტკიცება (მომხს. სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ს. მღებრიშვილი);
5. სხვადასხვა.