სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 19 და 20 მარტს გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის შეხვედრა  სტუდენტებთან.

19 მარტი, 16:00 საათი - შეხვედრა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვან და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების  I, II, III და IV სემესტრის სტუდენტებთან;

20 მარტი, 16:00 საათი - შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII სემესტრის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების V, VI, VII, VIII სემესტრის სტუდენტებთან.

შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული, “თეატრალური დარბაზი“ (ვაჟა-ფშაველას გამზირი #33).