სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა

სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 2014 წლიდან ფუნქციონირებს სოციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ნაწილის გადახდას! 

პროგრამის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა 600 მდე სტუდენტს.

რეგისტრაცია შეუძლია სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმე კრიტერიუმს ერთად:

-მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი სტუდენტი (ოთხი და მეტი შვილი)

-მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი

- დედ/მამით ობოლი სტუდენტი

- ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან

- სოციალურად დაუცველი სტუდენტი.

რეგიატრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

-მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილით)-პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დედმამიშვილების დაბადების მოწმობის ასლები, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, სტუდენტის ცნობა+GPA რეიტინგი, ფოტოსურათი3/4.

-მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი-ცნობა სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით+GPA რეიტინგი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფოტოსურათი 3/4, პირადობის მოწმობის ასლი.

- დედ/მამით ობოლი სტუდენტი - ფოტოსურთი 3/4, პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობა, ცნობა დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.

- ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან- ფოტოსურათი 3/4, პირადობის მოწმობის ასლები, დაბადების მოწმობის ასლები, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ცნობა სტუდენტების სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.

- სოციალურად დაუცველთა ფენის წარმომადგენლები-ფოტოსურათი 3/4, პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ(ქულის მითითებით), ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი. 

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ ის (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 მარტი)

დეტალური უნფორმაციისათვის კი მიმართეთ ანი კვირლველიას  598 122 786.

იხილეთ ბმული: