სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა 2020

სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა 2020

სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა 2020 ითვალისწინებს სტუდენტთა სწავლის საფასურის ნაწილობრივ გადახდას.

რეგისტრაცია შეუძლია თსსუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს, ან რამდენიმე კრიტერიუმს ერთად:

  • მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი სტუდენტი (ოთხი და მეტი შვილი);
  • მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი;
  • დედ/მამით ობოლი სტუდენტი;
  • ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტი150 000-ზე მეტი ქულით.


რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილით)

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,
  • დედ-მამიშვილების დაბადების მოწმობის ასლები,
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები,
  • სტუდენტის ცნობა+GPA რეიტინგი,
  • ფოტოსურათი3/4.


მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი

  • ცნობა სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით+GPA რეიტინგი,
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,
  • ფოტოსურათი 3/4,
  • პირადობის მოწმობის ასლი.


დედ/მამით ობოლი სტუდენტი

  • ფოტოსურთი 3/4,
  • პირადობის მოწმობის ასლი,
  • დაბადების მოწმობის ასლი,
  • გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობა,
  • ცნობა დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.

ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან

  • ფოტოსურათი 3/4,
  • პირადობის მოწმობის ასლები,
  • დაბადების მოწმობის ასლები,
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები,
  • ცნობა სტუდენტების სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.
  • სოციალურად დაუცველთა ფენის წარმომადგენლები
  • ფოტოსურათი 3/4,
  • პირადობის მოწმობის ასლი,
  • ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ(ქულის მითითებით),
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.


სტუდენტები ვისაც ჰყავთ ორი ან მეტი შვილი

  • ფოტოსურათი 3/4,
  • პირადობის მოწმობის ასლი,
  • შვილების დაბადების მოწმობის ასლები,
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ +GPA რეიტინგი.


განცხადებას დაურთეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.

განაცხადი და დოკუმენტაცია აუცილებლად წარმოადგინეთ Word-ის ფაილის ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტს, ნინო სახანბერიძეს 555789494.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ online რეჟიმით.

ამისათვის აღნიშნული დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მეილზე: ninosakhanberidze@gmail.com

სათაურად მიუთითეთ: სოციალური დახმარების პროგრამა 2020.

ტექსტში აუცილებლად მიუთითეთ კრიტერიუმები, რომლებსაც აკმაყოფილებთ.

რეგისტრაციის ვადა:15.09.2020 - 30.09.2020