12 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია თემაზე „ყველაფერი ჰორმონების შესახებ“.
კონფერენცია ეძღვნება ჰორმონის საერთაშორისო დღეს. შეხვედრაზე განიხილება ჰორმონების ძირითადი როლი და მათი მნიშვნელობა ორგანიზმში, ორმონების თანამედროვე კვლევითი მიმართულებები და საერთაშორისო გამოცდილება.
კონფერენცია გაიმართება თსსუ-ის ადმინისტრაციულ კოპრუსში, 1 საკონფერენციო დარბაზში.