სტუდენტური ვიდეო რგოლების კონკურსი – „ვამხილოთ თამბაქოს ინდუსტრია“

სტუდენტური ვიდეო რგოლების კონკურსი – „ვამხილოთ თამბაქოს ინდუსტრია“

თსსუ, ,,თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი" და ივანე თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება აცხადებენ სტუდენტურ ვიდეო რგოლების კონკურსს – „ვამხილოთ თამბაქოს ინდუსტრია“.

კონკურსი იმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2025 წლის კამპანიის – „ჩამოხსენი ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას“ ფარგლებში და მისი მიზანია თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების ინდუსტრიის მავნე სტრატეგიების და ზეგავლენის გამოაშკარავება.

მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან მოკლე ვიდეო რგოლი (მაქსიმუმ 60 წამი), რომელიც ასახავს თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკებს და ამავდროულად მიმართულია ახალგაზრდების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

რა უნდა შექმნა? გთავაზობთ რამდენიმე იდეას:

შექმენი ყალბი რეკლამა, სადაც ჩანს მიზანმიმართული ზეგავლენის ელემენტები ახალგაზრდებზე და შემდეგ წარმოაჩინე რეალური მიზანი და ზიანი.

შექმენი პირდაპირი გზავნილები ახალგაზრდებისთვის, თუ რატომ სჭირდებათ  მათ  იცოდნენ თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკის შესახებ

გამოიყენე WHO-ს მონაცემები, გზავნილები იმისთვის რომ გაამყარო საკუთარი პოზიცია

ვიდეო რგოლის ტექნიკური მოთხოვნები:

გადაღებული უნდა იყოს ჰორიზონტალურ (landscape) ფორმატში;

ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წამს;

სავალდებულოა შემდეგი ჰეშთეგების გამოყენება:

#თსსუ #TSMUforHealth #UnmaskTheAppealGeorgia #მოწევაგტეხავს #ნუმაბოლებ

მონაწილეობის წესი:

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

გამოგვიგზავნეთ ვიდეო ფაილი შემდეგ ელფოსტაზე: fctc.georgia@gmail.com

ვიდეოების გაგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 26 მაისი

კონკურსის შედეგები და დაჯილდოება:

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 30 მაისს თსსუ-ში, თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სამი საუკეთესო ვიდეო რგოლის ავტორი დაჯილდოვდება ბიბლუსის 150 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით.

მაყურებლის რჩეული ასევე მიიღებს ბიბლუსის 150 ლარიან ვაუჩერს.

ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და მცირე პრიზებს.