11-12 თებერვალს 16:00 საათზე და 19-20 თებერვალს 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი სოფიო ბახტაძე თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარებს ტრენინგებს შემდეგ თემებზე:
1. კვლევითი პროექტის წერისა და სამეცნიერო კეთილსინდისიერების პრინციპები;
2. „მტაცებელი“ ჟურნალებისა და „მტაცებელი“ კონფერენციების შეფასების პრინციპები.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული,მე-4 საკონფერენციო დარბაზი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 იანვარი
რეგისტრაციის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე:
ტრენინგების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.