უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების მასტერკლასები

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების მასტერკლასები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგრანტო პროგრამის “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იწყებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების ონლაინ-მასტერკლასებს. 

მასტერკლასები არის უფასო  და დაიწყება 2023 წლის 21 ოქტომბერს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 9 ქართველი ექიმი გაუზიარებს ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტებს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია მედიცინის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების,  გამოწვევების და საგანმანათლებლო და სამუშაო სისტემების შესახებ.  

მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, სამოტივაციო წერილისა და შევსებული აპლიკაციის მიხედვით. 

მასტერკლასების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

განაცხადის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი

სტუდენტებმა სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: infospeechnews@gmail.com

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2023 წლის 6 ოქტომბერი.