სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ატარებს ატესტაციას უვადოდ არჩეული პროფესორებისა - მედიცინის, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე და უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისა - თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში.
ატესტაციის ადგილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
ატესტაციისათვის წარსადგენი დოკუმენტები მიიღება 2026 წლის 16, 17 და 18 ივნისს, 11-დან 17 სთ-მდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, I სართული, ოთახი #131).
- ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სია
- თსსუ-ის უვადოდ არჩეული პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი (დამტკიცებული თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 5 მარტის #23/2 დადგენილებით)
- ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- თსსუ-ის უვადოდ არჩეული პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესის (დამტკიცებული თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 5 მარტის #23/2 დადგენილებით) დანართი 1 (ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორებისათვის)
- თსსუ-ის უვადოდ არჩეული პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესის (დამტკიცებული თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 5 მარტის #23/2 დადგენილებით) დანართი 2 (ატესტაციას დაქვემდებარებული მთავარი მეცნიერ თანამშრომლებისთვის)