2022 წლის 14 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ.№33) სხდომათა დარბაზში შედგება ვალერი ახალკაცის სადისერტაციო ნაშრომის „მუხლის ართროფიბროზის სარეაბილიტაციო მართვა კორტიკოსტეროიდით ფონოფორეზისა და სტატიკური პროგრესირებადი მექანიკური დაჭიმვის ერთობლივი გამოყენებით“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მარინე მათოშვილი - ფიზიკური მედიცის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ელენე (დოდო) ქართველიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ემერიტუსი.
ექსპერტები:
ზეინაბ სოფრომაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ -ის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ლევან შალამბერიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკადემიკოს ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის რევმატოლოგი;
მიხეილ ზიმლიცკი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, „მედიქლაბჯორჯია“- ტრავმატოლოგი-ორთოპედი.