ვებინარი - „ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა“

ვებინარი - „ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა“

2018 წლის 11 იანვარს, (ცენტრალური ევროპის დროით 10:00 საათზე) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართება ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებული ვებინარი - „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და კეთილდღეობის მიმართულებით - 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის’’.

ვებინარის ხანგრძლივობა  45 წუთი.

ვებინარის თემაა - „ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა“. ღონისძიების მთავარი მიზანია გაზარდოს შავის ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან კერძო სექტორის წარმომადგენელთა და  სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ში და ხელი შეუწყოს მათ შორის პარტნიორობას.

ვებინარის დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Black Sea Horizon-ის პროექტის ვებგვერდზე, შესაბამის ბმულზე.
https://blacksea-horizon.eu/object/event/1047