ვენის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ვენის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2025 წლის 20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც თსსუ-ის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის  საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.

ლექციების განრიგი:

20 მაისი, 16:00 საათი

პროფესორი იოსებ ნანობაშვილი, მედიცინის დოქტორი – ვენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი, ვენის პრივატ-კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგი.

ლექციის თემა: „არტერიული და ვენური პათოლოგია: ათეროსკლეროზი, ვენების ვარიკოზი“ (ლექცია ჩატარდება ქართულ ენაზე).

20 მაისი, 17:00 საათი

პროფესორი გერჰარდ პრაგერი – ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი; სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი (2018–2022 წწ); სიმსუქნისა და მეტაბოლური პათოლოგიების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი (2023–2024 წწ).

ლექციის თემა: „ბარიატრიული მეტაბოლური ქირურგიის მიღწევები“ (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე).

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III საკონფერენციო დარბაზი.