2020 წლის 19 მარტს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) სააქტო დარბაზში შედგება ვერა მუნჯიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების (ადენომა-მოსაზღვრე სიმსივნე-ადენოკარცინომა) ეპიგენეტიკური ცვლილებებისა და პროლიფერაციული აქტივობის თავისებურებანი რეპროდუქციული ასაკის ქალებში“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: გიორგი ბურკაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები: თენგიზ ჩარკვიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ბესარიონ კოჭლამაზაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ირაკლი კოხრეიძე - ასოცირებული პროფესორი.