ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი WNTD 2025-ის თემაზე

ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი WNTD 2025-ის თემაზე

ყოველი წლის 31 მაისს აღინიშნება “მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე” (World No Tobacco Day – WNTD), რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით ტარდება. 2025 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (FCTC) 20 წლის იუბილე აღინიშნება. სწორედ, 20 წლის წინ საქართველომ ხელი მოაწერა აღნიშნულ კონვენციას და იმ დროიდან მოყოლებული აქტიურადაა ჩართული თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში.

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) აცხადებს ხელოვნების ნამუშევრების ღია კონკურსს. წლევანდელი WNTD-ის თემაა:  ,,(Unmasking the Appeal: Exposing Industry Tactics on Tobacco and Nicotine Products)”.

კონკურსის პირობები:

•   ნამუშევარი შეიძლება შესრულებული იყოს ნებისმიერ არტისტულ ფორმაში: ნახატი, ილუსტრაცია, პოსტერი, აპლიკაცია, ინსტალაცია, მუსიკალური კომპოზიცია, ლექსი და სხვა;

•     ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალური და ავტორმა უნდა გასცეს თანხმობა მისი გამოქვეყნების შესახებ;

•     ერთი პირისგან დაშვებულია ერთზე მეტი ნამუშევრის წარდგენა;

•    ნამუშევარი შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ხელით, ისე ციფრული ფორმით.  ელექტრონულად წარმოდგენილი ნამუშევრის ხარისხი უნდა იყოს მაღალი;

•    შინაარსობრივად, ნამუშევარმა უნდა ასახოს 2025 წლის თემატიკა და გაამახვილოს ყურადღება თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის მანიპულაციურ სტრატეგიებზე;

•      თითოეულ ნამუშევარს უნდა ახლდეს მოკლე აღწერა (ანოტაცია).

ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 მაისი, 15:00 საათი.

ელ.ფოსტა: tamar.abuladze14@gmail.com

საინფორმაციო შეხვედრა კონკურსის შესახებ ჩატარდება ონლაინ ფორმატში 8 მაისს, 16:00 საათზე. შეხვედრის ბმული: https://meet.google.com/ojn-zvfh-wna

შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება 2025 წლის 31 მაისს WNTD-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  (ინფორმაცია ადგილისა და დროის შესახებ გამოიგზავნება მოგვიანებით).

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან, ხოლო ყველა მონაწილე, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ