2018 წლის 25 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით, ერზურუმის ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი) ზამთრის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის შეირჩევა თსსუ-ის 25 სტუდენტი/რეზიდენტი.
ცხოვრებისა და კვების ხარჯებს დაფარავს სტუდენტი/რეზიდენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 იანვარი.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N.33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N418.