ზამთრის სკოლა  ათათურქის უნივერსიტეტში (ერზრუმი, თურქეთი)

ზამთრის სკოლა ათათურქის უნივერსიტეტში (ერზრუმი, თურქეთი)

2019 წლის 4 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით ერზურუმის ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) გაიმართება ,,ზამთრის სკოლა - თურქული ენის ტრეინინგი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 30  სტუდენტი 15 ქვეყნიდან. 

ზამთრის სკოლის დამთავრებისას სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს და ოფიციალურ წერილს, დაგროვებული კრედიტების (3 ECTS) რაოდენობის მითითებით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 2 სტუდენტი.

ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 თებერვალი.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418.
ტელ: 2542450