იწყება ყოველწლიური საზაფხულო სტაჟირების პროგრამა

იწყება ყოველწლიური საზაფხულო სტაჟირების პროგრამა

იწყება ყოველწლიური საზაფხულო სტაჟირების პროგრამა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. 

2018 წლის 11–29 ივლისს განხორციელდება ზაფხულის სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:

• მედიცინის ფაკულტეტი (VII;VIII;IX;X;XI სემესტრი)

• სტომატოლოგიის ფაკულტეტი(V; VI; VII; VIII; XI სემესტრი)

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)

• ფიზიკური მედიცინა და რებილიტაციის ფაკულტეტი (V; VII; VII სემესტრი)

სტაჟირების პროგრამა განხორციელდება საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე (სურვილის შემთხვევაში) რეგიონებში. რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი).

რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს (ადმ. კორპუსი ოთახი N101,551228822 ლევანი;593616670-თაკო).

რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 4 ივნისიდან და დასრულდება 15 ივნისს.